RSS

განვითარებისა და სწავლის თეორიები

 

ტესტები

მზა ტესტები პროგრამა easy Quizzy-სთვის (V-VI კლასი)

გადმოწერა

 
Leave a comment

Posted by on მარტი 31, 2012 in ტესტები

 

პატრა ხრიკები პოსტის წერისას (ნაწილი 1)

Reblogged from Ketusi's Blog:

Click to visit the original post

  • Click to visit the original post
  • Click to visit the original post
  • Click to visit the original post
  • Click to visit the original post
  • Click to visit the original post
  • Click to visit the original post
  • Click to visit the original post
  • Click to visit the original post
  • Click to visit the original post
  • Click to visit the original post
  • Click to visit the original post
  • Click to visit the original post

მინდა თქვენი ყურადღება ისეთ wordpress ბლოგის შესაძლებლობებზე გავამახვილოთ,რომლებიც ბევრად გვიადვილებს პოსტვასაც და გაზიარების შესაძლებლობასაც.ეს პოსტი განსაკუთრებულად დამწყებ ბლოგერებს გამოადგებათ.

.

.

1. პოსტის ლინკის შემოკლება,ანუ Shortlink -ის შექმნა.

  • ამისათვის სამი ხერხი არსებობს:თვითონ პოსტის ედიტორს აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა,რომ ლინკი შეამოკლოს და პოსტს საჭირო სახელი დავარქვათ.ამისათვის ედიტორის თავზე განთავსებულ Permalink-ის ველში ვაჭერთ ღილაკ Edit-ს და გრაფაში ჩავწერთ სასურველ სიტყვას,სასურველია ლათინური ასოებით,ამის შემდეგ ვაკლიკავთ OK და პერმალინკი მზადაა!

Read more… 59 more words

 

გაკვეთილის გეგმა

   paint                       ღია გაკვეთილის  გეგმა                                                                                V   კლასი                                                                                       21/X / 2011წ.

 

საგანი

ინფორმაციული და  საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

კლასი

V კლასი

მასწავლეbeli

მადონა დონღუზაშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა 12
 გაკვეთილის თემა ,,კომპიუტერული გრაფიკა“  პროგრამა Paint.
გაკვეთილის  მიზანი მოსწავლეები  გაეცნობიან ერთ-ერთ   ახალ  გამოყენებით  პროგრამას  გრაფიკულ რედაქტორს–Paint.
 ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები ის.ტექნ.1.3. ისტ პროდუქციის შექმნის საშუალებების ფლობა.
 გაკვეთილის მიმდინარეობა(აქტივობები და დრო)

 

 

1. საორგანიზაციო  მომენტიდრო 1 წთ2. გაკვეთილის მიზნის გაცნობა, შესავალი სიტყვა 

დრო 1 წთ

3. საშინაო დავალების შემოწმება

დრო 5 წთ

4.  მინი ლექცია: ,,კომპიუტერული გრაფიკა“ პრეზენტაციის ჩვენებით

დრო 17 წთ

5. მიღებული ცოდნის გამყარებაზე ორიენტირებული სამუშაო რვეულებში

დრო 3 წთ

6. პროგრამა   Paint–ში მუშაობა: ,,ფინჯანი“

დრო 17 წთ

7. საშინაო დავალება

დრო 1 წთ

  

შეფასება    განმსაზღვრელი, განმავითარებელი, ინდივიდუალური,პრაქტიკული უნარ–ჩვევების ფლობა
აგანმანათლებლო რესურსები  ინფრომაციის წყაროები:ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები V კლ. (ნ. ჯამასპიშვილი) ფაილი  ,,ფინჯანი“ პრაქტიკული სამუშაოსთვის

პრეზენტაცია ,,კომპიუტერული გრაფიკა“

დაფა,  კომპიუტერი.  ფლომასტერები,  ფურცლები

 გაკვეთილის სცენარი, პრეზენტაცია და დამხმარე მასალები იხილეთ

გადმოწერა

 
Leave a comment

Posted by on მარტი 31, 2012 in გაკვეთილის გეგმა

 

ტესტირება

easyquizzy     ყველა პედაგოგს უწევს სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა შეფასების   მიზნით, რამდენიმე შემაჯამებელი ტესტირების ჩატარება. უმეტესწილად  ტესტირება წერილობითია, ღია და დახურული კითხვებით.  ტრადიციული ფურცლის მაგივრად  კითხვებზე პასუხის გაცემა მოსწავლეებს კომპიუტერით უფრო მოსწონთ. ამიტომ შიგადაშიგ  ასეთი ფორმით ტესტირება შეიძლება გამოვიყენოთ. ეს ბევრისთვის ალბათ ,,არ ახალია”, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისეთებიც იქნებიან ვისთვისაც საინტერესო იქნება აღნიშნული მეთოდი.  ასეთი ტიპის ტესტირებისთვის სხვადასხვა პროგრამა არსებობს, მე უპირატესობას პროგრამა Easy Quizzy-ს ვანიჭებ.

       პროგრამა მარტივად მოსახმარია. პროგრამით შედგენილი ცალკეული ტესტი დამოუკიდებელ პროგრამას წარმოადგენს, რომელიც შეიძლება ნებისმიერ კომპიუტერში  გახსნათ. პროგრამას აქვს ქართული ენის მხარდაჭერა. შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის კითხვების შედგენა,როგორიცაა:   

  • რამდენიმე პასუხიდან სწორი პასუხის ამორჩევა:
  • შესაბამისობა:
  • ჭეშმარიტია თუ მცდარი:
  • დაასრულე წინადადება:
  • მოკლე პასუხი

          ტესტირების დასრულების შემდეგ პროგრამის მიერ ხდება მოსწავლის შეფასება. პროგრამას აქვს შეფასების რამდენიმე სქემა. მოსწავლეებს წინასწარ ეცოდინებათ რომელი  სქემით შეფასდებიან. ასეთი შეფასება უფრო  ვალიდური და გამჭვირვალეა. დასრულების შემდეგ შესაძლებელია ტესტის ამობეჭდვა.

პროგრამის გადმოწერა შეიძლება http://easyquizzy.com/

 

edublog.ge – ბლოგები განათლების შესახებ

ბევრი საინტერესო პოსტი შეიძლება ნახოთ აქ თავმოყრილ ბლოგებზე.

 

საგანმანათლებლო რესურსები

პლაკატები

 როცა  არ მაქვს საინფორმაციო პლაკატები, ვცდილობ თვითონ შევქმნა ისინი. ქვემოთ წარმოგიდგენთ ასეთი პლაკატების ნიმუშებს. რამდენად კარგია შინაარსობრივად ამის დასადგენად კომენტარებს დაველოდები.

 

 

 

კლავიატურაზე ბეჭდვა 

 

 

 

საგანმანათლებლო რესურსები

Rapid_Typing_ დამხმარე საგანმანათლებლო რესურსი, რომელსაც მე ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში არის კლავიატურაზე ბეჭდვის ტრენაჟორი- პროგრამა Rapid Typing.საძიებო სისტემის საშუალებით ამ პროგრამის მოძებნა და ჩამოქაჩვა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს.

Rapid_Typing_

 

პრეზენტაცია

იმისათვის, რომ მოსწავლეთათვის გაკვეთილი უფრო საინტერესო გახდეს საჭიროა მისი გამრავალფეროვნება სხვადასხვა რესურსით. ერთერთი მათგანია პრეზენტაცია. იგი გაკვეთილის უკეთ გაგებასა და დამახსოვრებას უწყობს ხელს.ახალი მასალის ახსნა პრეზენტაციის თანხლებით მოსწავლეთა მეტ დაინტერესება იწვევს. შემიძლია შემოგთავაზოთ პრეზენტაცია, რომელიც კომპიუტერის აგებულების შესწავლისას გამოგადგებათ.

გადმოწერა

<

 
Leave a comment

Posted by on მარტი 31, 2012 in პრეზენტაცია

 

სილაბუსი

ყველამ ვიცით, რომ სილაბუსი სასწავლო პროცესის ერთერთი ძირითადი ელემენტია. მისი შედგენა სასწავლო წლის დასაწყისში აუცილებელია ყველა პედაგოგისთვის.აქვე წარმოგიდგენთ ჩემს მიერ შედგენილ სილაბუსს.

http://bit.ly/yocgsG

 
Leave a comment

Posted by on მარტი 31, 2012 in გაკვეთილის გეგმა

 
 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.