Monthly Archives: მარტი 2012

გაკვეთილის გეგმა

   paint  

 გაკვეთილის სცენარი, პრეზენტაცია და დამხმარე მასალები იხილეთ

გადმოწერა

Categories: გაკვეთილები | დატოვე კომენტარი

ტესტირება

easyquizzy     ყველა პედაგოგს უწევს სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა შეფასების   მიზნით, რამდენიმე შემაჯამებელი ტესტირების ჩატარება. უმეტესწილად  ტესტირება წერილობითია, ღია და დახურული კითხვებით.  ტრადიციული ფურცლის მაგივრად  კითხვებზე პასუხის გაცემა მოსწავლეებს კომპიუტერით უფრო მოსწონთ. ამიტომ შიგადაშიგ  ასეთი ფორმით ტესტირება შეიძლება გამოვიყენოთ. ეს ბევრისთვის ალბათ ,,არ ახალია”, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისეთებიც იქნებიან ვისთვისაც საინტერესო იქნება აღნიშნული მეთოდი.  ასეთი ტიპის ტესტირებისთვის სხვადასხვა პროგრამა არსებობს, მე უპირატესობას პროგრამა Easy Quizzy-ს ვანიჭებ.

       პროგრამა მარტივად მოსახმარია. პროგრამით შედგენილი ცალკეული ტესტი დამოუკიდებელ პროგრამას წარმოადგენს, რომელიც შეიძლება ნებისმიერ კომპიუტერში  გახსნათ. პროგრამას აქვს ქართული ენის მხარდაჭერა. შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის კითხვების შედგენა,როგორიცაა:   

  • რამდენიმე პასუხიდან სწორი პასუხის ამორჩევა:
  • შესაბამისობა:
  • ჭეშმარიტია თუ მცდარი:
  • დაასრულე წინადადება:
  • მოკლე პასუხი

          ტესტირების დასრულების შემდეგ პროგრამის მიერ ხდება მოსწავლის შეფასება. პროგრამას აქვს შეფასების რამდენიმე სქემა. მოსწავლეებს წინასწარ ეცოდინებათ რომელი  სქემით შეფასდებიან. ასეთი შეფასება უფრო  ვალიდური და გამჭვირვალეა. დასრულების შემდეგ შესაძლებელია ტესტის ამობეჭდვა.

პროგრამის გადმოწერა შეიძლება http://easyquizzy.com/

Categories: საგანმანათლებლო რესურსები | 6 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: