განვითარებისა და სწავლის თეორიები

 piaget3            შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა ჟან პიაჟემ შექმნა ადამიანის ინტელექტის განვითარების თეორია. ამ თეორიის მიხედვით ბავშვები  სამყაროს შეიმეცნებენ მათში არსებული კოგნიტური სქემების მიხედვით. ახალდაბადებული ბავშვის კოგნიტური სქემები რეფლექსებისგან–მარტივი რეაქციებისაგან შედგება. პიაჟეს აზრით თითოეულ რეფლექსს თავისი  სქემა შეესაბამება. სქემა, როგორც კოგნიტური სტრუქტურის ერთეული,  ყალიბდება   ასიმილაციის პროცესში და იცვლება აკომოდაციის პროცესში.

              თუ ჩვილ ბავშვს მიაწვდიან  საწოვარას , იგი  ჩაბღუჯავს ხელში, წაიღებს პირისაკენ და დაიწყებს წოვას.    

chvili soskit

      პიაჟეს თეორიის თანახმად, ამ შემთხვევაში მოქმედებს სქემა–ჩვილის წარმოდგენა საწოვარაზე,რომელიც შეიცავს ინფორმაციას საწოვარას დაჭერის, პირთან მიტანის და წოვის შესახებ. ჩვილმა მოახდინა საწოვარას ასიმილაცია არსებული სქემის მიხედვით.

       ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვილს შეუცვალეს საწოვარა უფრო დიდი ზომისა და განსხვავებული ფორმის საწოვარათი. იგი ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ინსტინქტურად იწვდის ხელს ახალი საწოვარასკენ, ბღუჯავს ხელში და მიაქვს პირთან, მაგრამ ახალი საწოვარა იმდენად დიდია. რომ  მისი ერთი ხელით  დაჭერას ვერ ახერხებს და უვარდება ხელიდან. ჩვილი იწყებს ტირილს.

orive_xelit
მას კვლავ აწვდიან  საწოვარას. ახლა იგი ორივე ხელით იჭერს ისე, რომ საწოვარა აღარ ვარდება. შემდეგშიც იგი ამ საწოვარას  ყოველთვის  ორი  ხელით  დაიჭერს. სწორედ ჩვილის ქცევის ამ ცვლილებას  უწოდა პიაჟემ  აკომოდაცია. ჩვილმა მოახდინა  ქცევის ადაპტირება ახალი საწოვარას მიმართ.

            ასიმილაცია და  აკომოდაცია  ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მიმდინარე პროცესი არ არის. ყოველი მოქმედება  მოიცავს  ასიმილაციასაც და აკომოდაციასაც.ჩვენ ყოველი სიტუაციის ჯერ ასიმილაციას ვახდენთ, მხოლოდ შემდეგ შეგვიძლია არსებული სქემების შეცვლა, ანუ აკომოდაცია.

        ასიმილაციასა და აკომოდაციას შორის არსებულ ბალანს პიაჟე  ექვილიბრიუმს უწოდებს.თუ კი ბავშვები წააწყდებიან ისეთ სიტუაციებს რომელთა ახსნა უკვე არსებული სქემებით, ანუ არსებული ცოდნის საფუძველზე არ შეუძლიათ, დამყარებული ბალანსი, ანუ ექვილიბრიუმი ირღვევა და ისინი განიცდიან დისექვილიბრიუმს. ბავშვები, ბუნებრივია ცდილობენ აღადგინონ ბალანსი არსებული სქემების შეცვლით–აკომოდაციით.

            პიაჟე ინტელექტის განვითარების პროცესს ყოფდა შემდეგ სტადიებად:

  1. სენსომოტორული (0–2 წლამდე)

  2. პრეოპერაციული  (2–7 წლამდე)

  3. კონკრეტულოპერაციული (7–11/12 წლამდე)

  4. ფორმალუროპერაციული  (11/12–დან ზევით).

     

    გამოყენებული ლიტერატურა:

    1. განვითარებისა და სწავლის თეორიები – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2008წ.

     2.  Ги Лефрансуа – Прикладная педагогическая психология.  Психология для учителя.  2005 г.

Categories: განვითარებისა და სწავლის თეორიები | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: