,,ჭკვიანი” ანუ ინტერაქტიული დაფები

Print

ყოველწლიურად სულ უფრო მეტად იზრდება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლი სასწავლო პროცესში.  დღის წესრიგში დგას საკითხი, რომ საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეთათვის გახდეს რაც შეიძლება საინტერესო მრავალფეროვანი, სახალისო.  ამისათვის განათლების სამინისტროს მიერ ხდება სკოლების აღჭურვა სხვადასხვა  ტექნოლოგიური პროდუქტით. კომპანია Snart-ის ჭკვიანი დაფები საქართველოში უკვე კარგად არის ცნობილი. ამ პოსტში სხვა კომპანიის მსგავსი ტიპის პროდუქტზე მინდა გესაუბროთ, რომელიც, მე პირადად, ძალიან მომეწონა. ეს გახლავთ  კომპანია Mimio-ს ჭკვიანი დაფა და სხვა ინტერაქტიული მოწყობილობები.

ინტერაქტიული მოწყობილობების ინტეგრირებული კომპლექტი MimioClassroom , შექმნილია 2010 წელს ამერიკული კომპანიის DYMO/Mimio-ს მიერ. კომპლექტის შემადგენლობაში  შედის ინტერაქტიული სადგამი MimioTeach, ტესტირების ავტომატიზატორი MimioVote, გამოსახულების ასლის დაფაზე გადამტანი  მოწყობილობა  MimioView , დაფაზე მიმდინარე პროცესების ასლის ჩამწერი MimioCapture და პლანშეტი MimioPad.

mimio_classroom

კომპლექტის თითოეული მოწყობილობა დამოუკიდებელ  მოწყობილობას წარმოადგენს,მაგრამ მათი გაერთიანება შესაძლებელია  სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის  MimioStudio საშუალებით, რაც მომხმარებელს  დამატებით შესაძლებლობებს აძლევს.

ინტერაქტიული მოწყობილობების გამოყენება ს გაკვეთილო პროცესში  მხოლოდ რამდენიმე დამატებითი ფუნქციის მქონე ჩვეულებრივი პრეზენტაცია არ არის. სწორად შეჩეული  ინტერაქტიული კომპლექტის   გამოყენების ცოდნა პრინციპულად ცვლის სწავლების მეთოდოლოგიას, უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის დაინტერესებას და ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, მასწავლებლებს ეძლებათ ჯგუფური მუშაობის ფართო შესაძლებლობები.

მოწყობილობების შემქმნელების მხრიდან  განსაკუთრებული  ყურადღება დაეთმო  იმ პედაგოგთა  შრომის ეფექტურობის გაზრდის საკითხებს, რომლებიც იყენებენ Mimio-ს საგაკვეთილო პროცესში. MimioClassroom-ის მოწყობილობას აქვს მხოლოდ  მართვისათვის აუცილებელი ღილაკები და თითოეული მოწყობილობის დაყენების პროცედურაც მაქსიმალურად გამარტივებულია. კომპლექტი ისეა შემუშავებული, რომ მასწავლებლს არ უწევს დროის ხარჯვა ახალი, რთული მოწყობილობის შესწავლაზე, არამედ საშუალება ეძლევა მოახდინოს  იდეების რეალიზაცია.

MimioClassroom-ის მთავარი და უფრო მეტად პოპულარული კომპონენტი მობილური ინტერაქტიული სადგამი  MimioTeach, ჩვეულებრივი ინტერაქტიული დაფისაგან იმით განსხვავდება, რომ მისთვის დაფას არჩევს მომხმარებელი. ინტერაქტიულ დაფად შეძლება იქცეს ნებისმიერი მყარი და სწორი ზედაპირი: კლასში უკვე არსებული დაფა (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი  თეთრი ფერის), კედლის ნაწილი, დიდი მაგიდა და იატაკიც კი. სადგამს შეუძლია მუშაობა ჰორიზონტისადმი ნებისმიერი კუთხით დამაგრებისას.

კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი  კომპონენტი – ტესტირების ავტომატიზაციის სისტემა MimioVote ნებისმიერი ტიპის ტესტირების ჩატარების საშუალებას იძლევა. იგი აერთიანებს 24 ან 32 უსადენო პულტს. იგი ისეა მოწყობილი, რომ მოსწავლისათვის იოლი და სასიამოვნოა მათი გამოყენება.

MimioView-ის საშუალებით შესაძლებელია როგორც ბრტყელი, ასევე სივრცითი საგნებისა და გამოსახულებების დიდ დაფაზე გადატანა.

არსებული პროგრამული უზრუნველყოფამზა ტესტების იმპორტირების  საშუალებას იძლევა.

გამოსახულების დაფაზე გადამტანი მოწყობილობა MimioCapture ამრავალფეროვნებს ინტერაქტიული დაფის  MimioTeach  ფუნქციონალურ შესაძლებლობას. თუმცა  შესაძლებლია  მისი დამოუკიდებელ  მოწყობილობად გამოყენებაც. მისი ამოცანაა დაფაზე მიმდინარე პროცესების მუდმივი კონსპექტირება . შედეგად მიიღება გაკვეთილის ჩანაწერი, რომელიც შემდგომში შეიძლება გამოყენებულ იქნას)  სხვადასხვა მიზნით (კონსპექტად, მონიტორინგისათვის, რედაქტირებისთვის.

რაც შეეხება ღირებულებას,

    საქართველოში –  MimioTeach-1100 $

MimioView – 910$

MimioVote 24 – 2580$

MimioCapture – 605$

რუსეთის ბაზარზე წინა საახალწლო ფასი – MimioTeach+MimioCapture – 25000 руб.≈1250ლარი

უკრაინის ბაზარზე – MimioTeach-9780 გრნ≈2053 ლარი

MimioView – 6755 გრნ≈1418 ლარი

MimioVote 24 – 23130 გრნ≈4857 ლარი

MimioCapture – 4085 გრნ≈858 ლარი

გამოყენებული საიტები: http://www,mimio.com

http://www.itnovations.ge

http://www.mimioclass.ru

http://www.novella.com.ua/

http://www.youtube.com

Categories: საგანმანათლებლო რესურსები | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: