ჩემს შესახებ

 მოგესალმები ძვირფასო სტუმარო!
მე ვარ მადონა დონღუზაშვილი
საქართველოს ერთერთი სოფლის საჯარო სკოლის ინფორმატიკის  ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი.
მასწავლებლობის სტაჟი დიდი არ მაქვს სულ რაღაც ოთხიოდ წელი, შესაბამისად გამოცდილებაც მცირე, ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. ალბათ ჩემნაირი ბევრი იქნება და ამაში სხვა პედაგოგებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა–გამოცვლა და გამოცდილების გაზიარება დაგვეხმარება.
მეც ჩემის მხრივ მინდა ჩემი შრომა თქვენ გაგიზიაროთ.
გატაცებული ვარ თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენებით, რადგან ვთვლი რომ თანამედროვე ტექნოლოგიები გაკვეთილს უფრო საინტერესოს ხდის.

welcome dear visitor!

I am a teacher of computer science Madonna Donguzashvili a Georgian village school. Teachers’ experience I have a small-only three years, respectively, and the experience of a small, on the lot yet to learn. I guess I like a lot and this will help us communicate with other teachers and exchange information and experience, respectively.

24 Comments

24 thoughts on “ჩემს შესახებ

  1. მადონა, ძალიან მიხარია, როდესაც თქვენისთანა აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ მასწავლებელს ვხვდები. წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით მივადევნებ თვალს თქვენს ბლოგს.

    ნათია ჯოხაძე

  2. მადონა, თქვენ მალადეც!
    სასიამოვნოა ასეთ ხალხთან შეხვედრა. წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით გავიზიარებ თქვენს გამოცდილებას

  3. დიდი მადლობა დათო! დიდი ვერაფერი გამოცდილება მაქვს:))) ძალიან დიდი სურვილი მაქვს სხვა პედაგოგებთან ურთიერთობის ამ სივრცეში და სხვათა გამოცდილების გაზიარების, მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ დავაინტერესე. მასწავლებელი ბრძანდებით, თუ ტრენერი? როგორ გამეხარდა თქვენც რომ იცნობთ ინ პროგრამებს და იწონებთ, რომლებზეც მეც მაქვს პოსტები.

  4. http://v-klasi.blogspot.com ეს არის ერთერთი ჩემი ბლოგი მეც მასწავლებელი ვარ 🙂

  5. შორენა

    გამარჯობა მადონა,
    მეც შენსავით ახალბედა მასწავლებელი ვარ, ოთხი წელია ვასწავლი ისტ-ს. შემთხვევით მოვხვდი შენს ბლოგში და ძალიან მომეწონა.ჩემს გაკვეთილზეც გამოვიყენე შენი პრეზენტაცია. მაინტერესებს ტესტებს როგორ აკეთებ? რომელ პროგრამაში? ძალიან მინდა სწავლა ,

  6. შირენა როგორ გამეხარდა რომ იცოდე:) მეორე ადამიანი ხარ ერთი წლის მანძილზე რომ შემომეხმიანა. რა თქმა უნდა გასწავლი ყველაფერს რაც ვიცი და რისი სწავლაც გინდა. ტესტებთან დაკავშირებით easy Quizzy-ს ტესტებს გულისხმობ ალბათ.

  7. პროგრამის შესახებ აქ მიწერია http://wp.me/p2cEFp-32. ნახე და თუ ვერ გაიგებ მომწერე. ფოსტასაც დაგიწერ ყოველშემთხვევისათვის madona.donguz@gmail.com

  8. მადონა მომეწონა თქვენი ბლოგი, დიდი შრომა გაქვთ ჩადებული, ვითანამშრომლოთ

  9. მოხარული ვარ ხათუნა:) ვითანამშრომლებ დიდი სიამოვნებით!

  10. მაია

    ქალბატონო მადონა გილოცავთ წარმატებულ პირველ ადგილს და გისურვებთ წარმატებებს მომავალშიც. მართლაც საინტერესო და განსხვავებული ბლოგი გაქვთ. სიამოვნებით ვითანამშრომლებდი თქვენთან ერთად. წინასწარ გილოცავთ დამდეგ 2014 წელს.

  11. უღრმესი მადლობა მაია!

  12. ნანა

    ძალიან მომეწონა მადონა თქვენი ბლოგი კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას და იმედი მაქვს ვითანამშრომლებთ, გეპატიჟებით ჩვენს სკოლაში ნანა ნოზაძე

  13. შორენა

    მადონა, გილოცავ დამდეგ ახალ 2014 წელს. ეს წელი ყოფილიყოს შენთვის უფრო დიდი გამარჯვების და სურვილების ასრულების. ძალიან მიხარია, რომ გაგიცანი.

  14. დიდი მადლობა შორენა, მეც გილოცავ! მეც მოხარული ვარ რომ გიცნობ!

  15. tamriko

    ძალინა მომეწონა თქვენი ბლოგი, აღფრთოვანებული დავრჩი, მეც გამიჩნდა სურვილი თქვენი საინტერესო ინოვაციები მეც გავიზიარო , მაგალითად სამუშაო რვეული, რომლის გაკეთების შესწავლა აუცილებელი და მეტად ეფექტური იქნება!!!!

  16. ძალიან სასიამოვნოა! სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენთან!

  17. mtvarisa meladze

    ასე, სიარულში აღმოვჩნდი თქვენს ბლოგზე. ძალიან მომეწონა, გულწრფელად ვაფასებ თქვენს შრომას და სიამოვნებით ვითანამშრომლებდი თქვენისთანა ნიჭიერ და მონდომებულ პედაგოგთან. კეთილი სურვილებით თქვენი კოლეგა საჩხერიდან
    .

  18. რა კარგი გზით გივლიათ მთვარისა :):):) დიდი მადლობა! მეც სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენთან. დამიმეგობრდით facebook-ზე

  19. rusa gonashvili

    მეც სრულიად შემთხვევით მოვხვდი შენთან , მადონა, და სასიამოვნოდ გაოცებული და აღფრთოვანებული დავრჩი. წარმატებებს გისურვებ!

  20. ოჰოოო, ცნობილი რუსა გონაშვილი?! ჩემთვისაც სასიამოვნოა :):) ავტოგრაფი დამიტოვეთ რააა :))) რა კარგი იდეა მომივიდა თავი :):):) ცნობილი მასწავლებლების ავტოგრაფები უნდა შევაგროვო. რუსა დამიწერეთ, დამისკანერეთ და გამომიგზავნეთ რა:):):)

  21. აუცილებლად, მადონა, ხვალვე გამოგიგზავნი, თუმცა რამდენად ცნობილი ვარ და სასურველია ჩემი ავტოგრაფი, საკამათო და გასარკვევია🙂🙂🙂

  22. მეც შემთხვევით აღმოგაჩინე და ნაცნობები არ დამხვდა აქა?!🙂 🙂

  23. ეჭვი მაქვს რუსა გონაშვილი იქნება ეგ 😀

  24. xatuna xaduri

    gamarjoba madona, shemtxvevit agmovachine tkveni blogi. dzalian damainteresa. ar vici axla ras saqmianobt, me wels pirvelad momces istis saatebi 1 klasshi .specialobit matematikosi var. didi siamovnebit gamoviyeneb tkvens prezentaciebs. tu ar dagezarebat, shemexmianet. dzalian gamexardeba.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: