სხვადასხვა

Google Classroom

12 აგვისტოს Google დააანონსა ახალი პროდუქტის Google  classroom-ის გაშვება. იგი შეუერთდა Google Apps-ის სხვა პროდუქტების ნაკრებს, როგორებიცაა Gmail, Drive, Calendar Blogger და სხვა.

sur1

„ Google Apps   არის დაახლოებით  30 გბ მოცულობის სივრცე თითოეული მომხმარებლისათვის საუკეთესო დაცვით. „ Google Apps   განათლებაში“ უფასოა საგანმანათლებლო და არაკომერციული ორგანიზაციებისათვის.

„ Google Apps -ში საგანმანათლებლო დაწესებულების რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც უკვე არსებული დომენით, ასევე ახალი დომენის შეძენის შემდეგ. რის შემდეგაც google-ს პროდუქტები მოექცევა ორგანიზაციის დომენის შიგნით. ორგანიზაციისათვის მინიჭებული სივრცის მართვა ხდება ადმინისტრატორის მიერ. ადამინისტრატორის მიერ ხდება ახალი მომხმარებლების დამატება. -გაგრძელება->

Categories: სხვადასხვა | დატოვე კომენტარი

ჩემი ბლოგი ერთი წლის გახდა!

დღეს wordpress-ისგან მისალოცი შეტყობინება მივიღე, თურმე ჩემი ბლოგი ერთი წლის გამხდარა! არ მეგონა ბლოგის გახსნიდან ამდენი დრო თუ გავიდა. გილოცავ ჩემო ბლოგო, წარმატებებს გისურვებ!:)

Categories: სხვადასხვა | დატოვე კომენტარი

როგორ შევუცვალოთ ზომები პოსტში ჩასმულ ვიდეოს

იმისათვის, რომ youtube-დან პოსტში ჩასმულ ვიდეოს ჩვენთვის სასურველი ზომები მივცეთ, საჭიროა ავირჩიოთ სასურველი ვიდეოს ქვეშ მოთავსებული  Share, შემდეგ-Embed. დავაკოპიროთ მონიშნული კოდი და ჩავსვათ პოსტში.width და  height-ის მნიშვნელობები შევცვალოთ სურვილისამებრ.

capture-

 

Categories: სხვადასხვა | დატოვე კომენტარი

როგორ ჩავსვათ Sidebar-ში ,,სურათი-ლინკი”

ხშირად გინახავთ საიტებსა თუ ბლოგებზე sidebar-ებზე სურათები ჰიპერლინკებით, რომლებსაც, მათზე დაწკაპუნების შემთხვევაში, სხვა ვებ-საიტებზე, ან ვებ-გვერდებზე გადავყავართ.ისე, როგორც ეს ჩემი ბლოგის sidebar-ზეა. ალბათ გაგჩენიათ სურვილი მსგავსი რამ საკუთარი ბლოგის sidebar-შიც ჩაგესვათ, მაგრამ არ იცით ეს როგორ გააკეთოთ. შევეცდები წარმოგიდგინოთ ის მეთოდი, რომლითაც მე ვაკეთებ ზემოთ აღნიშნულ ,,სურათ-ჰიპერლინკს”. -გაგრძელება->

Categories: სხვადასხვა | 2 Comments

Widgets (ვიჯეტები)

         Desctop widgets– დამოუკიდებელი მინი–პროგრამაა, რომელიც თავსდება სამუშაო მაგიდაზე აქტიური ფანჯრის , ან ყველა ფანჯრის ზემოთ, სურვილის მიხედვით და ერთ კონკრეტულ ფუნქციას ასრულებს.  თემატიკის მიხედვით არსებობს ვიჯეტები : გასართობი, დროის, სურათებისთვის, შემეცნებითი, ამინდის და სხვ. opera-ს აქვს თავისი ვიჯეტების ნაკრები, რომელსაც ყოველდღიურად ემატება სხვადასხვა თემატიკის ახალ–ახალი ვიჯეტები. ნებისმიერი მათგანი შეიძლება გადმოიწეროთ და დააყენოთ სამუშაო მაგიდაზე. ახლახანს გართობასთან დაკავშირებულ ვიჯეტებში წავაწყდი  Game-widget-ს ,,Nu pogodi!”.

დღევანდელ თაობას ალბათ სასაცილოდ მოეჩვენება, მაგრამ ჩემი თაობის, მათ შორის ჩემიც,უსაყვარლესი, პირველი კომპიუტერული თამაში იყო.ამ widget–მა ბავშვობაში დამაბრუნა.

იქნებ ეხლა მაინ შევძლო და ავიდე 1000–მდე. ამბობდნენ მულტფილმს აჩვენებსო:)

ვისაც გიყვარდათ ეს თამაში და გინდათ ბავშვობა გაიხსენოთ გადმოიწერეთ და ითამაშეთ
იხილეთ აქ

მადლობა მის შემქმნელს!

Categories: სხვადასხვა | დატოვე კომენტარი

მეგობარო, გახდი ბლოგერი!

              ბლოგის გახსნა რთული არ არის, მთავარი სირთულე მერე იწყება. არ აღმოჩნდა ,,პოსტვა“ ადვილი საქმე. თუკი ლამაზად და საინტერესოდ წერა შეგიძლია, ამერიკელი ფსიქოლოგის, ჰოვარდ გარდნერის ,,მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის“ თანახმად,  ლინგვისტური/ენობრივი ინტელექტი  გაქვს კარგად განვითარებული. როგორც ჩანს მე ეს ინტელექტი  განვითარების არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში მაქვს. მეგობარი გამახსენდა. დიდი ხანია არ მინახავს და არც შევხმიანებივარ. იცოცხლე, ის კია ამ მხრივ უზომოდ ინტელექტუალი. ისე ლამაზად და საინტერესოდ  წერს  თვალს ვერ მოსწყვეტ მის ნაწერს. გადავწყვიტე შევეხმიანო, ვურჩევ ბლოგერი გახდეს  და  პოსტების წერა დაიწყოს. ვთვლი, თუ ვინმე უნდა წერდეს პოსტებს ერთ–ერთი აუცილებლად ის უნდა იყოს. ვპირდები  მისი პოსტების  აქტიური მკითხველი  ვიქნები.

მეგობარო, გახდი ბლოგერი!

Categories: სხვადასხვა | 2 Comments

შრომა, რომელიც არ ჩანს

ჩემი არც თუ ისე დიდი პრაქტიკული მუშაობის შედეგად მივხვდი, რომ მასწავლებლის სამუშაო ეს არის მძიმე და საპასუხისმგებლო, მაგრამ ამავე დროს კეთილშობილური. ამ სამუშაოს ღირსეულად შესასრულებლად მასწავლებელმა ყოველდღიურად უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. მასწავლებელსაც უწევს უამრავი რამის სწავლა პროფესიული განვითარებისთვის.მოდით, ერთად ვისწავლოთ.

Categories: სხვადასხვა | დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: