ჩემი ბლოგი ერთი წლის გახდა!

დღეს wordpress-ისგან მისალოცი შეტყობინება მივიღე, თურმე ჩემი ბლოგი ერთი წლის გამხდარა! არ მეგონა ბლოგის გახსნიდან ამდენი დრო თუ გავიდა. გილოცავ ჩემო ბლოგო, წარმატებებს გისურვებ!:)

Advertisements
Categories: სხვადასხვა | დატოვე კომენტარი

სამუშაო რვეული, 5 კლასი

თითქმის ყველა საგნის სასწავლო-მეთოდურ კომპლექტში სახელმძღვანელოსთან ერთად სამუშაო რვეულიც შედის . ისტ-ის საგანში ასეთი რვეული არ არის შემუშავებული, არა და კარგი იქნებოდა ყოფილიყო. ვფიქრობ საჭიროა მოსწავლეთათვის მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად. ამიტომ ავდექი და ჩემთვის მე თვითონ ვქმნი ასეთ რვეულს. ვიგონებ დავალებებს, ამომაქვს ფურცლებზე და გაკვეთილზე ვურიგებ მოსწავლეებს შესასრულებლად. შესაძლებელია, სურვილის შემთხვევაში, მასწავლებლებმა დავალების ნიმუშები გავუზიაროთ ერთმანეთს და გამოვიყენოთ სწავლის პროცესში.
ესეც ჩემი შექმნილი სამუშაო რვეული

სამუშაო რვეული ისტ-ში

Categories: გაკვეთილები | %(count)s კომენტარი

,,ჭკვიანი” ანუ ინტერაქტიული დაფები

Print

ყოველწლიურად სულ უფრო მეტად იზრდება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლი სასწავლო პროცესში.  დღის წესრიგში დგას საკითხი, რომ საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეთათვის გახდეს რაც შეიძლება საინტერესო მრავალფეროვანი, სახალისო.  ამისათვის განათლების სამინისტროს მიერ ხდება სკოლების აღჭურვა სხვადასხვა  ტექნოლოგიური პროდუქტით. კომპანია Snart-ის ჭკვიანი დაფები საქართველოში უკვე კარგად არის ცნობილი. ამ პოსტში სხვა კომპანიის მსგავსი ტიპის პროდუქტზე მინდა გესაუბროთ, რომელიც, მე პირადად, ძალიან მომეწონა. ეს გახლავთ  კომპანია Mimio-ს ჭკვიანი დაფა და სხვა ინტერაქტიული მოწყობილობები.

ინტერაქტიული მოწყობილობების ინტეგრირებული კომპლექტი MimioClassroom , შექმნილია 2010 წელს ამერიკული კომპანიის DYMO/Mimio-ს მიერ. კომპლექტის შემადგენლობაში  შედის ინტერაქტიული სადგამი MimioTeach, ტესტირების ავტომატიზატორი MimioVote, გამოსახულების ასლის დაფაზე გადამტანი  მოწყობილობა  MimioView , დაფაზე მიმდინარე პროცესების ასლის ჩამწერი MimioCapture და პლანშეტი MimioPad.

mimio_classroom

კომპლექტის თითოეული მოწყობილობა დამოუკიდებელ  მოწყობილობას წარმოადგენს,მაგრამ მათი გაერთიანება შესაძლებელია  სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის  MimioStudio საშუალებით, რაც მომხმარებელს  დამატებით შესაძლებლობებს აძლევს.

-გაგრძელება->

Categories: საგანმანათლებლო რესურსები | დატოვე კომენტარი

როგორ შევუცვალოთ ზომები პოსტში ჩასმულ ვიდეოს

იმისათვის, რომ youtube-დან პოსტში ჩასმულ ვიდეოს ჩვენთვის სასურველი ზომები მივცეთ, საჭიროა ავირჩიოთ სასურველი ვიდეოს ქვეშ მოთავსებული  Share, შემდეგ-Embed. დავაკოპიროთ მონიშნული კოდი და ჩავსვათ პოსტში.width და  height-ის მნიშვნელობები შევცვალოთ სურვილისამებრ.

capture-

 

Categories: სხვადასხვა | დატოვე კომენტარი

როგორ ჩავსვათ Sidebar-ში ,,სურათი-ლინკი”

ხშირად გინახავთ საიტებსა თუ ბლოგებზე sidebar-ებზე სურათები ჰიპერლინკებით, რომლებსაც, მათზე დაწკაპუნების შემთხვევაში, სხვა ვებ-საიტებზე, ან ვებ-გვერდებზე გადავყავართ.ისე, როგორც ეს ჩემი ბლოგის sidebar-ზეა. ალბათ გაგჩენიათ სურვილი მსგავსი რამ საკუთარი ბლოგის sidebar-შიც ჩაგესვათ, მაგრამ არ იცით ეს როგორ გააკეთოთ. შევეცდები წარმოგიდგინოთ ის მეთოდი, რომლითაც მე ვაკეთებ ზემოთ აღნიშნულ ,,სურათ-ჰიპერლინკს”. -გაგრძელება->

Categories: სხვადასხვა | 2 Comments

გაკვეთილი-VI კლ.: ,,ელექტრონული ფოსტა”

რას წარმოადგენს ელექტრონული ფოსტა, მისი შესაძლებლობები, რეგისტრაცია Gmail-ზე.

არქივში შედის: გაკვეთილის გეგმა, პრეზენტაცია, მინი ლექციის ტექსტი ,,ელექტრონული ფოსტა”

გადმოწერა

Categories: გაკვეთილები | დატოვე კომენტარი

გაკვეთილი-v კლ-,,ინფორმაცია”

 

გაკვეთილი: რას წარმოადგენს ინფორმაცია, მისი სახეები, მიღების გზები.

არქივში შედის: გაკვეთილის გეგმა, პრეზენტაცია გაკვეთილისთვის, დავალებების ნიმუშები.

გადმოწერა

Categories: გაკვეთილები | დატოვე კომენტარი

სილაბუსი

სილაბუსი

V  კლასი

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

2012-13 სასწ. წელიi

შესავალი

              მოცემული სასწავლო  გეგმა საგანში ,,ინფორმაციული და საკომინიკაციო ტექნოლოგიები“ შედგენილია  საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2012–2013 სასწავლო წლისათვის დამტკიცებული სასწავლო გეგმისა და სტანდარტის  მოთხოვნათა შესაბამისად.

              დღეისათვის  საქართველოს  სკოლებში აქტიურად ინერგება სწავლების თანამედროვე  მეთოდები  და ტექნოლოგიები. ამ მიმართულებით  დიდი  მნიშვნელობა  ენიჭება  ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  გამოყენებას. ისტ–ის  სწავლება არ მოიაზრება სხვა  სასწავლო დისციპლინებისაგან დამოუკიდებლად.

              ჩვენი  ყოველდღიური საქმიანობა  სულ უფრო მეტად მოითხოვს ისტ–ის ცოდნასა და სისტემატურ გამოყენებას, ამიტომ აუცილებელია ისტ–ის გამოყენებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების შესწავლა დაწყებით და საბაზო საფეხურზე. -გაგრძელება>

Categories: მასწავლებლის პორტფოლიო | დატოვე კომენტარი

Widgets (ვიჯეტები)

         Desctop widgets– დამოუკიდებელი მინი–პროგრამაა, რომელიც თავსდება სამუშაო მაგიდაზე აქტიური ფანჯრის , ან ყველა ფანჯრის ზემოთ, სურვილის მიხედვით და ერთ კონკრეტულ ფუნქციას ასრულებს.  თემატიკის მიხედვით არსებობს ვიჯეტები : გასართობი, დროის, სურათებისთვის, შემეცნებითი, ამინდის და სხვ. opera-ს აქვს თავისი ვიჯეტების ნაკრები, რომელსაც ყოველდღიურად ემატება სხვადასხვა თემატიკის ახალ–ახალი ვიჯეტები. ნებისმიერი მათგანი შეიძლება გადმოიწეროთ და დააყენოთ სამუშაო მაგიდაზე. ახლახანს გართობასთან დაკავშირებულ ვიჯეტებში წავაწყდი  Game-widget-ს ,,Nu pogodi!”.

დღევანდელ თაობას ალბათ სასაცილოდ მოეჩვენება, მაგრამ ჩემი თაობის, მათ შორის ჩემიც,უსაყვარლესი, პირველი კომპიუტერული თამაში იყო.ამ widget–მა ბავშვობაში დამაბრუნა.

იქნებ ეხლა მაინ შევძლო და ავიდე 1000–მდე. ამბობდნენ მულტფილმს აჩვენებსო:)

ვისაც გიყვარდათ ეს თამაში და გინდათ ბავშვობა გაიხსენოთ გადმოიწერეთ და ითამაშეთ
იხილეთ აქ

მადლობა მის შემქმნელს!

Categories: სხვადასხვა | დატოვე კომენტარი

მეგობარო, გახდი ბლოგერი!

              ბლოგის გახსნა რთული არ არის, მთავარი სირთულე მერე იწყება. არ აღმოჩნდა ,,პოსტვა“ ადვილი საქმე. თუკი ლამაზად და საინტერესოდ წერა შეგიძლია, ამერიკელი ფსიქოლოგის, ჰოვარდ გარდნერის ,,მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის“ თანახმად,  ლინგვისტური/ენობრივი ინტელექტი  გაქვს კარგად განვითარებული. როგორც ჩანს მე ეს ინტელექტი  განვითარების არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში მაქვს. მეგობარი გამახსენდა. დიდი ხანია არ მინახავს და არც შევხმიანებივარ. იცოცხლე, ის კია ამ მხრივ უზომოდ ინტელექტუალი. ისე ლამაზად და საინტერესოდ  წერს  თვალს ვერ მოსწყვეტ მის ნაწერს. გადავწყვიტე შევეხმიანო, ვურჩევ ბლოგერი გახდეს  და  პოსტების წერა დაიწყოს. ვთვლი, თუ ვინმე უნდა წერდეს პოსტებს ერთ–ერთი აუცილებლად ის უნდა იყოს. ვპირდები  მისი პოსტების  აქტიური მკითხველი  ვიქნები.

მეგობარო, გახდი ბლოგერი!

Categories: სხვადასხვა | 2 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: